GAU Fall Camp - ქუთაისი

კვირა, 11 ნოემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.

10-11 ნოემბერს (2018), GAU პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, GAU Fall Camp-ით ქუთაისს ესტუმრა.

10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.

ტრენინგთან ერთად, GAU Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - GAU Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. GAU Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.

დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა