სიახლეები და ღონისძიებები

GAU ესპანური ცენტრი "Iberia"-ს პირველი კურსდამთავრებულები

GAU ესპანური ცენტრი "Iberia"-ს პირველი კურსდამთავრებულები

ოთხშაბათი, 18 ივლისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

18 ივლისს (2018) GAU ესპანური ცენტრის Iberia-ს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა GAU-ში. 

ესპანური კურსის პირველი გამოშვება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ესპანური ცენტრი Iberia-ს წარმომადგენლები და ლექტორები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმარი კი გახლდათ დათო ტურაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დიპლომების გადაცემაში და ყველა სტუდენტს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები, ავტოგრაფით. 

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა 2 საუკეთესო სტუდენტი, რომლებსაც გადაეცათ საგზური ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა