სიახლეები და ღონისძიებები

ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულები

ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულები

პარასკევი, 12 დეკემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

12 დეკემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი ჩატარდა. მათ დასკვნით ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, მიიღეს საბოლოო შეფასებები ლექტორებისგან და გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატები.

ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა გაიარეს ქვეკურსები - ჟურნალისტი, როგორც კომუნიკატორი, სატელევიზიო ახალი ამბები, ჟურნალისტის მეტყველება და ოსტატობა, ინტერვიუ, დებატები და თოქშოუ, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა, საავტორო სოციალური თოქშოუ, ტელეპროდიუსინგი, ტელევიზია, როგორც კომპანია, მათთან მუშაობდნენ ლექტორები: თეა გველესიანი, გიორგი თარგამაძე, მანანა ითონიშვილი, ნინო შუბლაძე, ზაალ უდუმაშვილი, მაია ასათიანი, გიორგი ხაბურძანია და ნიკა გვარამია.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა