სიახლეები და ღონისძიებები

„GAUზიარე ხედვა“ - GAU-სა და „ფოტოესეს“ ერთობლივი პროექტი

„GAUზიარე ხედვა“ - GAU-სა და „ფოტოესეს“ ერთობლივი პროექტი

პარასკევი, 19 მაისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

19 მაისს (2017), GAU-ში გაიმართა ფოტო გამოფენა, გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო მიღება. პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ჩორგოლაშვილი, რომელსაც საჩუქრად გადაეცა მაღაზია Altaokay-ის 150 ლარიანი ვაუჩერი, "ფოტოხელოვნების სრული კურსის" წიგნი. მეორე ადგილი ერგო ნუცი კობახიძეს, საჩუქრად გადეცა წიგნი "ფოტოხელოვნების სრული კურსი", მაღაზია Altaokay-ის 50 ლარიანი ვაუჩერი და ფოტოაპარატი ზენიტი. მესამე ადგილზე კი გავიდა გიორგი ლომიტაშვილი, საჩუქრად გადაეცა წიგნი "ფოტოხელოვნების სრული კურსი", მაღაზია Altaokay-ის 50 ლარიანი ვაუჩერი და ფოტოაპარატი ზენიტი. გიორგი ლომიტაშვილისა და თეო მამულაშვილის ფოტოები გამოქვეყნდება Photoessay-ში. ფავორიტი ფოტოების ავტორი გახდა ქეთი ბექაური, რომელიც ასევე დასაჩუქრდა.

"GAUზიარე ხედვა" ექსკლუზიურად GAU-ს ფოტომოყვარული სტუდენტებისთვის GAU-სა და ინტერნეტ ჟურნალი „ფოტოესეს“ მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. GAU-სგან მადლობის სიგელი გადაეცა Photoessay-ს დამფუძნებელს, გურამ მურადოვს. პროექტზე მუშაობა 2 მარტს დაიწყო. ჩატარდა რამდენიმე სემინარი, მათ შორის მოწვეული პროფესიონალი ფოტოგრაფების, გიორგი გოგუასა და დათო ქორიძის მასტერკლასები. GAU-ს სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნეს. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შექმნილ ფოტოებს სპეციალური ჟიური აფასებდა. "პროექტის მხარდამჭერია Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L, რომელმაც გამარჯვებულებს ძალიან კარგი წიგნები, "ფოტოხელოვნების სრული კურსი" გადასცა.

GAU გისურვებთ წარმატებას! 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა