გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი!

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2023 - ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023

ელ-ფოსტა
ana.zanqaidze@gau.edu.ge

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ პროგრამაზე, კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 530 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 1 დეკემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა