ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
ორშაბათი, 10 აპრილი, 2023 - პარასკევი, 26 მაისი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს.
- 820 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (training);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- მაისი, 2023
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 26 აპრილამდე, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "მალაგას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge