გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი!
გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი!
ორშაბათი, 04 მარტი, 2024 - ორშაბათი, 11 მარტი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტიდან.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა
Mobility Agreement Training
Mobility Agreement Teaching
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო კვირეული ჩატარდება 27-31 მაისი პერიოდში, 2024.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 11 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „უშაკის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული (ან აკადემიური) პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge