გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში!

სამშაბათი, 31 მაისი, 2022 - სამშაბათი, 07 ივნისი, 2022

უნივერსიტეტი

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუსპროგრამაზე, პიტეშტის უნივერსიტეტში, რუმინეთი! 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს და აკადემიური გუნდის წევრებს. 
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (7 დღის განმავლობაში). 
  • 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

Mobility agreement (training).

შერჩეის კრიტერიუმები

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის 

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 7 ივნისის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

მობილობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის ივლისის ბოლომდე. 

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "პიტეშტის უნივერსიტეტი, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა