ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის University of Rome Tor Vergata-ში, იტალია!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის University of Rome Tor Vergata-ში, იტალია!
ორშაბათი, 03 ოქტომბერი, 2022 - ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე, University of Rome Tor Vergata-ში, იტალია!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციულ სტაფს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან იტალიური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს.
- 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
შერჩევის კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის.
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 10 ოქტომბერი, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,University of Rome Tor Vergata, ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge