გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის University of Rome Tor Vergata-ში, იტალიაში!

ორშაბათი, 10 აპრილი, 2023 - პარასკევი, 21 აპრილი, 2023

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
t.mechurchlishvili@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაცილი პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე, University of Rome Tor Vergata-ში, იტალიაში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციულ სტაფს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

სააპლიკაციო დოკუმენტის ჩამონათვალი:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

შერჩევის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 22-26 მაისს, 2023 წელი.

არჩევის შემთხვევაში კანდიდატმა განაცხადი უნდა შეიტანოს ფისკალურ კოდზე იტალიის საელჩოში, საქართველოში, სხვა შემთხვევაში თანხა არ დაირიცხება.

ივენთი ჩატარდება 22-26 მაისს, 2023 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 21 აპრილი, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,University of Rome Tor Vergata, ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა