გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024 - ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 820 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები: 

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 26 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ხაენის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა