ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024 - ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ პროგრამაზე იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიურ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- ბიომეტრული პასპორტი;
- ინგლისური/იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- სხვა სერთიფიკატები;
შერჩების კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 28 ნოემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლაკვილას უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge