ბექა ძამაშვილი

ლექტორები ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2011 წელს ჩაირიცხა ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (LLM) და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ხოლო 2012 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2017 წელს მას მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ბექა ძამაშვილი 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (ამჟამად - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) იურისტად.

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში. არის სახელმძღვანელოს (სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008-2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011-2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.

2009-2011 წლებში მუშაობდა განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) იურისტად;

2013-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შემდეგ უფროსი. ამავე პერიოდში იყო ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში;

2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად, ასევე იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში;

არის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი;

2021 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2012 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო 2017 წლიდან - ასოცირებული პროფესორი, 2020 წლიდან კი პროფესორი. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა