ბესიკ მეურმიშვილი
ბესიკ მეურმიშვილმა 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტში წარმატებით მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და ტრენინგში.
2001–2013 წლებში ბესიკ მეურმიშვილი მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ პერიოდში, მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პოზიციები.
2015 წლიდან ბესიკ მეურმიშვილი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში კუთხულობს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით. გარდა ამისა, იგი სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.