კონსტანტინე გამსახურდია

ლექტორები კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

მოწვეული ლექტორი

კონსტანტინე გამსახურდიამ წარმატებით დაასრულა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობა ირანისტიკის განხრით. აქ მან წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი. 1984-1986 წლებში წარმატებით დაასრულა ასპირანტურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილებაში. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეცნიერ- თანამშრომლად, ვიდრე როგორც საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრს არ მოუწია სახელმწიფო გადატრიალების გამო ქვეყნის დატოვება და ემიგრაცია. 1992-2006 წლებში იგი მოღვაწეობდა შვეიცარიაში როგორც მთარგმნელი, თავისუფალი მწერალი, ლექტორი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრაზიის ექსპერტი მიგრაციის ფედერალურ უწყებაში. (ბერნი და ფრიბურგი) კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო თავმჯდომარე კვალიფიცირებული პარტიისა "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", იმავდროულად იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი 2006-2009 წლებში. შემდგომში იგი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ასევე საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში. კონსტანტინე გამსახურდია არის 8 წიგნისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თუ საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი. იგი GAU-ში უძღვება ორ კურსს: "საქართველოს უახლესი ისტორია საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში" და "რუსეთ-კავკასიის ურთიერთობები მე-19 და მე-20 საუკუნეებში".

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა