ეკატერინე ნადარეიშვილი

ლექტორები ეკატერინე ნადარეიშვილი

ეკატერინე ნადარეიშვილი

ekaterinenadareishvili@gau.ge

პროფესორი

ეკატერინე ნადარეიშვილმა 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით და მიენიჭა ინგლისური ენის სპეციალისტის და ინგლისური ენის პედაგოგის საპატიო ხარისხი.

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით. 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის და აშშ-ს სხვადასხვა სასწავლებლებიდან.

2008-2010 წლებში ეკა ნადარეიშვილი მოღვაწეობდა ლონდონის ბიზნეს სკოლაში, კერძოდ, მარკეტინგისა და ადმინისტრაციის განყოფილებაში და კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის განხრით.

2017 წელს ეკატერინემ ასევე მოიპოვა დოქტორის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით კარდიფის უნივერსიტეტიდან (Cardiff Metropolitan University/ PhD in Marketing).

2011 წლიდან ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ მუშობს დამოუკიდებელ ექსპერტად მარკეტინგის მიმართულებით. 2011-2014 წლებში ხელს უწობდა საქართველოს სამკერვალო სექტორის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დანერგვას სექტორის განვითარების მიზნით (USAID-EPI Georgia implemented by Deloitte). ამჯერად მუშაობს კომუნიკაციების/პრ მენეჯერად აშშ-ს განვითარების სააგენტოს მიერ განხორცოელებულ ენერგეტიკის პროექტში (USAID Energy Program implemented by Deloitte).

ეკატერინე GAU-ში უძღვება ბევრ თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო კურსს მარკეტინგის მიმართულებით, მათ შორის მრავალ ინოვაციურ საგანს. ეკატერინე ლექციების საშუალებით ახერხებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას სტუდენტებთან.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა