გია ლილუაშვილი

ლექტორები გია ლილუაშვილი

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით. ბატონი გია იყო საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიის უფროსი ექსპერტი. 2007 წლიდან დღემდე არის რამდენიმე იურიდიული კომპანიის მრჩეველი სამოქალაქო პროცესისა და კერძო სამართლის მიმართულებით. ასევე იყო სხვადასხვა, როგორც ქართული ასევე უცხოური სამეწარმეო ორგანიზაციის იურიდიული მრჩეველი.

2017-დან დღემდე არის საქართველოს პარლამეტის იურიდიულ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო
საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

1990 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლისა და სამოქალაქო პროცესის მიმართულებით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრებში, მათ შორის სამოსამართლო სწავლების ცენტრში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა. 2006 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

1996 წელს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის მიწვეული იყო აშშ-ში, ქ. ბოსტონში, ნორთისტერნის უნივერსიტეტში. კვლევა ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო სამართალს, სახელშეკრულებო და საკორპორაციო სამართალს. გია ლილუაშვილი არის საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი.

გამოქვეყნებული აქვს 45-მდე სამეცნიერო ნაშრომი (სტატია, მონოგრაფია), რომლებიც ეხება ქართულ და ამერიკულ სამოქალაქო პროცესს, სახელშეკრულებო სამართალს და საკორპორაციო სამართალს.

ინტესიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. სხვადსხვა დროს მიღებული აქვს საქართველოსა და საერთაშორისო გრანტები. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. ასევე არის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მეცნიერ-ხელმძღვანელი. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა