ირმა ღარიბაშვილი

ლექტორები ირმა ღარიბაშვილი

ირმა ღარიბაშვილი

irmagaribashvili@gau.edu.ge
ასოცირებული პროფესორი

პროფესორი

ირმა ღარიბაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-პედაგოგის კვალიფიკაცია, შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი და მიენიჭა ინგლისური ენის სამეცნიერო ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელის საზოგადოებრივი პროფესია. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლების დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისაგან ჰიდროფობიზაციის მეთოდით'' და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი2007 წელს კი მიენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება.

2013-2015 წლებში „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“  ფარგლებში ირმა იყო დარგის და განათლების ფასილიტატორი. შეიმუშავა ექვსი პროფესიული სტანდარტი და ექვსი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი/მოდულები. 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში მოღვაწეობდა დარგის ფასილიტატორად. 2015-2017 წლებში ის იყო მოდულური პროგრამების დანერგვის მონიტორინგისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის ექსპერტი, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტი. 2011-2017 წლებში აკრედიტაციის ექსპერტი.  2017 წელს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში არჩეულ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტად. ის არის ა(ა)იპ - საქართველოს ინჟინერ-მშენებელი ქალების ასოციაციის პრეზიდენტი,  დამფუძნებელი.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

ირმა იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის ,,ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში''  ჯგუფის წევრი; USAID-ის პროექტის ,,პროფესიული უმაღლესი განათლება შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარებისთვის'' თანამშრომელი.

ირმა ღარიბაშვილი მონაწილეობდა „შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების“ ტრენერთა ტრეინინგის მონაწილე, რომელიც განხორციელდა საქართველოს რკინიგზის მიერ US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში (2017 წ.) OSHA-ს სტანდარტების მიხედვით (OSHA-Occupational Safety and Health Administration).სტუ-სა და საერთაშორისო სათემო კოლეჯების განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრეინინგში Teacher Training Program, სტუ-სა და სელკირკის სათემო კოლეჯის (კანადა) მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher Training Program in Assessment, სტუ-ს პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრისა და აიოვას შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher Training Program II in Assessment and Program Accreditation, სტუ-ს პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრისა და საერთაშორისო სათემო კოლეჯების განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ თრეინინგში Teacher’s Trainer Program in Modern Teaching Methodologies.

ირმა, როგორც დარგის ექსპერტი მონაწილეობდა სხვადასხვა ობიექტებზე სამშენებლო-სარემონტო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარებაზე, ზედამხედველობისა და ლაბორატორიული კვლევის მომსახურებაზე.

ირმა გახლავთ 35-მდე  პუბლიკაციის, ორი სახელმძღვანელოს, ერთი მასწავლებლის გზამკვლევის და  ორი დამხმარე სახელმძღვანელოსავტორი. მან მონაწილეობა მიიღო სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის“ შემუშავებაში.  მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება მშენებლობაში. იგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემისა და სწავლების მეთოდიკის გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ეკონომიკის გაცნობა, კულტურის ძეგლები, პოეზია, მუსიკა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა