ირმა მახათაძე

ლექტორები ირმა მახათაძე

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.1989-1991 წლებში იყო ქ. ქუთაისის პროკურორის სტაჟიორი, 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე, 1995-1999 წლებში მუშაობდა სოხუმის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სამართლის ფაკულტეტის ლექტორად, 1999-2000 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, 2000-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე, 2003-2007 წლებში მუშაობდა შპს „უნივერსიტეტი საქართველო“-ს სამართლის ფაკულტეტის ლექტორად, 2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, 2008-2011 წლებში იყო შპს „დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ არბიტრი.

2010 წლიდან დღემდე არის ააიპ „მწვანე ალტერნატივა“-ს იურისტი, 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორად, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი (თემა: საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში) ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ პროცესში, შრომის სამართალსა და სამეწარმეო სამართალში.

არის რამდენიმე კვლევის ავტორი.

ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა