ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძემ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები რაოდენობრივი ფინანსების (Quantitative Finance) მიმართულებით. სწავლის დასრულებისთანავე ლევანი შეუერთდა უნივერსიტეტს ბიზნეს სკოლას დეკანის ასისტენტის პოზიციაზე. დღეს ის GAU-ს მოწვეული ლექტორია.
მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე სესხების მართვის კომპანიაში. შემდეგ, ის მუშაობდა საქართველოს ცენტრალური ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში; ასევე, იკავებდა საერთაშორისო ტურ ოპერატორის ფინანსური მენეჯერის პოზიციას. მოგვიანებით, ლევანი შეუერთდა საქართველოს ბანკის ფინანსურ დეპარტამენტს ფინანსურ ანალიტიკოსად; იყო ასევე ფინანსური კონსულტანტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
ამჟამად, ის რაოდენობრივი ანალიტიკოსია ნიუ-იორკში დაფუძნებულ ჰეჯ-ფონდში.