მანუჩარ შიშინაშვილი
მანუჩარ შიშინაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, ასევე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საგზაო ინჟინერიაში. მანუჩარის აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი (PhD) საინჟინრო მეცნიერებაში, არის დამხმარე სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კრებულში.
მანუჩარ შიშინაშვილი 2014 წელს დაჯილდოებულ იქნა “European Scientific And Industrial Consortium”-ის მიერ ოქროს მედლით, ხოლო 2015 წელს ორდენით - “Labore Et Scientia”. მანუჩარს ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში გაკეთებული აქვს მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებზე. მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ მაღალი ციტირების ინდექსი.