მარი ბანძელაძე
მარი ბანძელაძის აკადემიური სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესება, მისი პროფესიის არჩევანმა და ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა;
1995 - 2001 წლებში მარიმ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და შემდგომ უკვე მაგისტრატურა - იგივე მიმართულებით. ამავე პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელების პროცესში, კერძოდ:
- 2003 წელს ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო სატელეფონო კვლევების ორგანიზების პროცესს საინიციატივო ჯგუფი „სოციუმი“-ს სახელით;
- 2004-2005 წელს მარი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა USAID-ს და თბილისი მერიის ჯანმრთელობის დაცვის საქალაქო სამსახურის ერთობლივ პროექტში - „თბილისის მრავალშვილიანი მოსახლეობის შინამეურნეობების კვლევა“ და ხელმძღვანელობდა სოციოლოგიური ინფორმაციის შეგროვების ოფისს;
- 2006-2008 წლებში მარი წარმოადგენდა UNDP-ს პროექტის „გენდერი და პოლიტიკა“ ადგილობრივ ექსპერტს და აწარმოებდა ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში გენდერული ბალანსის კვლევებს;
პრაქტიკული სოციოლოგიური საქმიანობის გარდა, ის პარალელურად ჩართული იყო აკადემიურ მუშაობაში - კერძოდ, 2004 წლიდან კითხულობდა კვლევის მეთოდების თეორიული კურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კერძო უნივერსიტეტი „მასკის“ სტუდენტებისთვის.
კვლევების წარმატებით დაგეგმვის და ორგანიზების გარდა, მას გაყიდვების სფეროს მენეჯმენტის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს - მარი 2006 წლიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ხელმძღვანელობდა პრივატბანკი-საქართველოს გაყიდვების დეპარტამენტს და გაყიდვების აგენტების ქსელს - მისი გაყიდვების უნარებს, წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გარდა, ხელს უწყობს TACIS-ის პროგრამის ფარგლებში გავლილი მენეჯმენტის სკოლის კურსები;
მარი ბანძელაძის სამეცნიერო-აკადემიურ მუშობაში ფუნდამენტური დაბრუნება უკავშირდება მის მიერ, 2012 წელს დაცულ სადოქტოროს, თემაზე: „სოციოლოგიური კვლევები მარკეტინგსა და PR-ში“, რის შემდეგაც მას მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
ამავე პერიოდიდან მან მუშაობა გააგრძელა ჯერ ქართულ კვლევით კომპანია ACT-ში კვლევების ანალიტიკოსის, მოგვიანებით - კომერციული დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ - საერთაშორისო კვლევით კომპანია TNS-ში.
2013 წლიდან დღემდე, მარი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოციერებული პროფესორია და უძღვება სოციოლოგიის, სოციოლოგიური კვლევის მეთოდების და მარკეტინგული კვლევის კურსებს - როგორც ბაკლავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე.
პარალელურად ის არის საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. და წარმატებით მიყავს შემდეგი სალექციო კურსები:
ამავდორულად, ის არაერთი ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის სამეცნიერო ნაშრომის კვლევითი კომპონენტის ხელმძღვანელია და მათთნ ერთად ეწევა აქტიურ კვლევით საქმიანობას.