მარინა მუსხელიშვილი

ლექტორები მარინა მუსხელიშვილი

მარინა მუსხელიშვილმა დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს (მათემატიკოსი). 1983 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მეცნ. კანდიდატი (მათემატიკა).

საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მარინა მუსხელიშვილი, განათლებით მათემატიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებებში მუშაობს 1995 წლიდან. აქვს სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი, გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.მისი შესწავლის სფეროებია პოლიტიკური ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური სტრუქტურა. აქვს სამეცნიერო ხარისხი, გაიარა რამდენიმე სტაჟირება საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით 2002 წელს იმყოფებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 2009-2010 წლებში ფულბრაიტის პროგრამით - ვაშინგტონის უნივერსიტეტში სენტ ლუისში (მისური).

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა