ნატა გოდერძიშვილი

ლექტორები ნატა გოდერძიშვილი

ნატა გოდერძიშვილმა 2009 წელს დაამთავრა შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. არის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის 10 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომლის პროფესიული მოღვაწეობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საჯარო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობა, საერთაშორისო და ელ-ბიზნესი, კარგი მმართველობა და ელ-მმართველობა, კიბერუსაფრთხოება და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა და სამართალი. 

ნატამ მუშაობა კერძო სექტორში დაიწყო, შემდგომ სამსახურებრივი კარიერა გააგრძელა იუსტიციის სამინისტროში უცხო ქვეყნების საარბიტრაჟო სასამართლოებში ქვეყნის წარმომადგენლად, უფრო მოგვიანებით კი საერთაშორისო  დახმარების პროექტებში საქმიანობდა (USAID) როგორც იურიდიული კონსულტანტი, ხოლო ამჟამად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიულ და საერთაშორისო მიმართულებებს ხელმძღვანელობს. 

ნატას აქტიური მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი ბაზა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები და ასევე ერთიანი ეროვნული სტრატეგიული ჩარჩო - საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტი  ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ნატას ჩართულობით საქართველომ დაამყარა მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობითი ურთიერთობები ელ-მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორებიცაა მაგალითად აშშ, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, საბერძნეთი, ალბანეთი, სერბეთი, მოლდოვა, რუმინეთი უნგრეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელურუსია, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი.  

ნატას არის ერთადერთი ქართველი იურისტი, რომელიც ფლობს SANS ინსტიტუტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამართლის საერთაშორისო დონის სერტიფიკატს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა