ნიკოლოზ მაღლაფერიძე

ლექტორები ნიკოლოზ მაღლაფერიძე

ნიკოლოზ მაღლაფერიძე

nikoloz_maglaperidze@gau.edu.ge

პროფესორი

ნიკოლოზ მაღლაფერიძემ  წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი  და თსუ  მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის  ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა.

1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის კვლევის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სიცოცხლის ხანგრძლივობის მათემატიკური მოდელები და მათი შემოწმება“.

ნიკოლოზ მარლაფერიძეს სხვადასხვა წლებში არაერთგზის  აქვს მიღებული  IREX-ის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ის, ევროკომისიის  სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. ავტორი და თანაავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12  ნაშრომის გამოცემა დაფინანსდა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ. არის ევრაზიის ბიზნესისა და ეკონომიკის საზოგადოების და საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „Annals of Marketing Management & Economics“ რედკოლეგიის წევრი.

ნიკოლოზ მაღლაფერიძის პედაგოგიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს:

  • მართვის ევროპული უმაღლესი სკოლის (ESM-თბილისი) ბიზნესის სტატისტიკის მასწავლებელი -  სალექციო კურსი „ბიზნესის სტატისტიკა“;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი -  სალექციო კურსი „მათემატიკური მეთოდები სოციოლოგიაში“;
  • ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი- სალექციო კურსი „გამოყენებითი სოციალური სტატისტიკა“ , „დემოგრაფიის საფუძვლები“ და სხვა კურსები;
  • კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტი,  ლექტორი ერაზმუს + სასწავლო პროგრამის ფარგლებში - სალექციო კურსი „საინჟინრო სტატისტიკა“;
  • ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ლექტორი ერაზმუს + სასწავლო პროგრამის ფარგლებში - სალექციო კურსი „ბიზნესის სტატისტიკა“;
  • ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა  უნივერსიტეტი, ლექტორი ერაზმუს + სასწავლო პროგრამის ფარგლებში - სალექციო კურსი „სტატისტიკა“;
  • ჰელსინკის უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლექტორი ერაზმუს + სასწავლო პროგრამის ფარგლებში - სალექციო კურსი „დემოგრაფიული სტატისტიკა“.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა