ნინო ტორონჯაძე
ნინო ტორონჯაძე არის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ს მატემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტი და 1999 წელს ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, სიდნეი, ავსტრალია. 2000 წელს მიენიჭა PhD ხარისხი სტატისტიკაში.
სამუშაო გამოცდილება:
- 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევებისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად;
- 2004-2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე;
- 2007-2010 წლებში მუშაობდა ტაო პრივატ ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილედ;
- 2010-დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
- 2000 წლიდან დღემდე იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი.
ნინო ტორონჯაძე არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.