რევაზ თევზაძე

ლექტორები რევაზ თევზაძე

რევაზ თევზაძე

revaztevzadze@gau.edu.ge

პროფესორი

რევაზ თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასპირანტურა.

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია.

რევაზ თევზაძე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური მათემატიკა და მათემატიკური ფიზიკა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა