ანა ახვლედიანი
ანა ახვლედიანი
„2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, სამოქალაქო სამართლის განხრით. ის ფაქტი, რომ ამავე სკოლის მაგისტრატურის პროგრამაზე ჩავაბარე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილი ვარ GAU-ში ჩემი მოღვაწეობით.
ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, სწორი უნივერსიტეტის შერჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. ზოგადად, სტუდენტისათვის GAU უკვე წარმატებაა, გამორჩეულია იმ ადამიანებით, რომლებიც სტუდენტს ეხმარებიან ჩამოყალიბებაში, გაზრდასა და სწორი გზის არჩევაში დაწყებული ლექტორებიდან, დამთავრებული ადმინისტრაციით.
სწავლის პერიოდში, მეოთხე კურსზე ყოფნისას, სტაჟირების გავლა გადავწყვიტე სახელმწიფო სტრუქტურაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში ყოფნა დამეხმარა ადმინისტრაციული კუთხით გაზრდასა და შესაბამისი გამოცდილების მიღებაში.
ვფიქრობ, წარმატებად უნდა ჩაითვალოს, როდესაც გამოუცდელი 20 წლის სტუდენტი მზია თოდუასთან ხვდები ლექციაზე, რომელიც გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა სტუდენტისათვის, პირველ რიგში მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანია, არის ნებისმიერ სტანდარტზე მაღლამდგომი, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ძლიერი ლექტორი ამ სფეროში; წარმატებაა, როდესაც პროცესს გიკითხავს დიანა ბერეკაშვილი, წარმატებაა, როდესაც ზვიად კორძაძე გიხსნის თუ რა არის ადვოკატურა და უკვე ჩემი წარმატების მეორე ნაბიჯად ჩავთვლი იმას, რომ ამ ადამიანმა მასთან, კერძოდ „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“ სტაჟირება შემომთავაზა და მე დღეს ამ არაჩვეულებრივ გარემოში მიწევს კარიერული ზრდა.
2013 წელს ჩავირიცხე Harvard-ის უნივერსისტეტის (Online learning) კურსზე “JUSTICE”, წარმატებით დავასრულე და მაღალი ნიშნებიდან გამომდინარე, მივიღე Harvard Online Learning Certificate for “JUSTICE”.
ამ წლის ბოლოსთვის ვაპირებ ILEC გამოცდის ჩაბარებას და იქიდან გამომდინარე, რომ GAU-ში legal english ძალიან მაღალ დონეზე ისწავლება თან, როდესაც ქალბატონი რუცუდან ციციშვილი გასწავლის ვფიქრობ სირთულეები არ შემექმნება.
GAU-მ მომცა ცოდნა, მეგობრები, თავისუფლება ჩემს არჩევანში და აბსოლუტურად ყველა ის პირობა შემიქმნა, რომ დღეს თამამად შემეძლოს ვთქვა, სტუდენტური წლები წარმატებით, საინტერესოდ და ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვან გარემოში გავატარე.“