ანა ბაკურიძე
"2016 წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტი, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო, გამოსაშვებ ცერემონიაზე მომანიჭეს Valedictorian-ის ტიტული, რაც ჩემთვის ნამდვილად დიდი მიღწევა იყო.
GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებინა დაგროვილი ცოდნა, გამევლო სტაჟირებები საქართველოს წამყვან კომპანიებში. სწავლის პერიოდშივე მონაწილეობა მივიღე პროკრედიტ ბანკის მიერ ორგანიზებულ „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამაში“, რომელიც ბულგარეთში ტარდებოდა. მეოთხე კურსზე თიბისი ბანკის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მონაწილე გავხდი. მომიწია საკმაოდ რთული შესარჩევი ეტაპების გავლა და საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურენციის გაწევა. საბოლოოდ სამ შერჩეულ სტუდენტს შორის აღმოვჩნდი მეც. 11 თვიანი სტაჟირების შემდეგ გადავყწვიტე საკუთარი თავი სხვა ინდუსტრიებში, სხვა პოზიციებზე გამომეცადა. ვიმუშავე მენეჯმენტ ქონსალტინგ კომპანიაში, სამედიცინო კორპორაცია ევექსში, შემდგომ ისევ თიბისის დავუბრუნდი, თუმცა ამჯერად უკვე ფინანსური რისკების მენეჯერის პოზიციაზე.
ალბათ, ბევრჯერ გვიკითხავს სტუდენტებს „სად გამოვიყენებ ამას?“ „რაში უნდა დამჭირდეს?“ ამის პასუხად კი შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ პოზიციაზე ძალიან გამომადგა GAU-ს კურსები, ყოფილა შემთხვევები რომ ძველი კონსპექტებისთვის, სლაიდებისა თუ წიგნებისთვის გადამიხედავს, უკეთ რომ აღმედგინა საკითხები.
2019 წელს მონაწილეობა მივიღე „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა. საბედნიეროდ გავიმარჯვე და გავხდი ერთ-ერთი სტიპენდიანტი, რამაც საშუალება მომცა სრულიად უფასოდ მესწავლა მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში მაგისტრატურაზე, ფინანსების განხრით. GAU-ს დახმარებით სრულყოფილი საფუძველი მქონდა მიღებული ბაკალავრზე, რასაც შემდეგ მარტივად დავაშენე მაგისტრატურის ცოდნაც.
ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს საპენსიო ფონდში პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე, რაც წლების მანძილზე ჩემთვის სასურველი მიმართულება იყო.
ბედნიერი ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, ვისწავლე ის საკითხები, რაც ბაზარზე მოთხოვნადი და რელევანტურია. ვამაყობ, რომ ვარ კვონტის ჯგუფის კურსდამთავრებული.
GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს წარმატებული კარიერული საქმიანობისათვის.“