ანა დევიძე

ანა დევიძე

საქართველოს ეროვნული ბანკი
საბანკო ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2011

„2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, კერძოდ ვსწავლობდი QUANT (ფინანსური ანალიტიკოსი) ჯგუფში, 2012 წელს იგივე სპეციალობით გავაგრძელე სწავლა GAU-ს მაგისტრატურაში.

GAU-ში სწავლის პერიოდში, მეორე კურსიდანვე დავიწყე მუშაობა რესპუბლიკა ბანკში, საცალო მომსახურების ოფიცრის თანამდებობაზე, დღესდღეობით ვმუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში, ზედამხედველობის დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე. მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ GAU-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შექმნილია კომფორტული და დაცული სასწავლო გარემო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ წარმატებას სწავლის პერიოდში. ასევე, გამოვარჩევდი ლექტორების პროფესიონალიზმსა და კარგად ორგანიზებულ ლექციებს, ეს ყველაფერი სტუდენტს უფრო მოტივირებულსა და მიზანდასახულს ხდის.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა