ანნა ყიზილაშვილი

კურსდამთავრებული

ანნა ყიზილაშვილი

ანნა ყიზილაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო
სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2012

„2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და იმავე წელს ჩავაბარე GAU-ს მაგისტრატურაში კონსტიტუციურ-ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

მეოთხე კურსზე სწავლისას გავიარე სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი ვიყავი პრაქტიკანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2012 წელს გავიარე ტრეინინგი და გავხდი ნოტარიუსის თანაშემწე.

2012 წელს, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება და გამიმართლა... 2012 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და სხვადასხვა ეტაპების გავლის შემდგომ გადავლახე ყველა ბარიერი და დღეს უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი ვარ.

GAU-ს ბევრი უპირატესობა აქვს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი:

  • მოწესრიგებულია მენეჯმენტი და ადმინისტრაცია;
  • GAU უზრუნველყოფს დასავლურ მოდელებზე დაფუძნებული წარმატებული და ეფექტიანი განათლების მიცემას სტუდენტებისთვის და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას დასაქმების თვალსაზრისით.

რომ არა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება და წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა