დავით ჭრიკიშვილი

კურსდამთავრებული

დავით ჭრიკიშვილი

დავით ჭრიკიშვილი

თიბისი დაზღვევა
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
კურსდამთავრებულები
2011

"2008 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამაზე. საბაკალავრო საფეხურზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ზუსტად ვიცოდი, რომ სწავლა ისევ GAU-ში უნდა გამეგრძელებინა და 2013 წელს მოვიპოვე სამართლის მაგისტრის ხარისხი.

GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებინა დაგროვილი ცოდნა და 2011 წელს, ჯერ კიდევ, საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსზე, მუშაობა დავიწყე სს „პოპულში“ - იურისტის პოზიციაზე. 2012 წელს ჩემი საქმიანობა დავუკავშირე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს და გავხდი სამშენებლო კომპანია დირსის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

სწორედ GAU-ში მიღებული მრავალმხრივი განათლებისა და სტუდენტის ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლამ, საშუალება მომცა ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა საბანკო სექტორში და 2013 წელს დავინიშნე სს „თიბისი ბანკის“ შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის უფროს იურისტად. კარიერის გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ მინდოდა ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა მომავალი თაობისთვის და 2016 წელს გავხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი საბანკო და შემდგომ უკვე სადაზღვევო სამართლის მიმართულებით. 

2019 წლიდან დღემდე ვიკავებ სს „თიბისი დაზღვევის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ GAU-ში მიღებული განათლება არის მყარი საფუძველი წარმატებული კარიერული საქმიანობისათვის."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა