დეა დგებუაძე

კურსდამთავრებული

დეა დგებუაძე

დეა დგებუაძე

გალერეა შარდენი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კურსდამთავრებულები
2014

„ჩემი პროფესიაა - დიპლომატი და ხელოვანი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ორი სფერო არც ისე შორს არის ერთმანეთისგან. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელოვნება. ვსწავლობდი ხელოვნების კოლეჯში და მრავალ გამოფენასა თუ კონკურსში მაქვს მიღებული მონაწილეობა. 

თუმცა როდესაც დადგა დრო, რომ ამერჩია პროფესია - ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის მიმართულება... და რატომ? დიპლომატია განიმარტება როგორც ხელოვნება და პრაქტიკა, დაამყარო ურთიერთობები სახელმწიფოებს, მთავრობებს ან თუნდაც ინდივიდებს შორის. ხელოვნებაც სწორედ ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ურთირთობებს ემყარება...

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე. 

GAU-ში სწავლის პერიოდში მივიღე, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბება. 4 წლის განმავლობაში საშუალება მომეცა, რომ მქონოდა ურთიერთობა არაჩვეულებრივ ადამიანებთან და კვალიფიციურ პროფესიონალებთან. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ლექტორები იყვნენ მთავარი მოტივატორები, რომ საგანი საფუძვლიანად გვესწავლა და გვქონოდა მაღალი აკადემიური მოსწრება. სწორედ მათი დამსახურებაა თითოეული სტუდენტის კარიერული წინსვლა.

2014 წელს  მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი პრაქტიკებს, რამაც მომცა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება პროფესიული კუთხით. რაც მთავარია აღნიშნულმა სამუშაო გამოცდილებამ ჩემს პიროვნულ ზრდას შეუწყო ხელი. 

თუმცა ხელოვნება ყოველთვის ინარჩუნებდა მნიშვნელოვან ადგილს ჩემს სამომავლო ხედვებში. 

სტაჟირების პარალელურად დავიწყე მუშაობა შპს შარდენ არტ გალერეაში და დიპლომატიაში შეძენილი უნარები დავუკავშირე ხელოვნების სფეროს. გალერეაში ხშირად ვურთიერთობ სხვადასხვა საერთაშორისო დელეგაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და ბიზნესთან. მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო გამოფენებისა თუ ბიენალეების ორგანიზებაში. პარალელურად საშუალება მომეცა, რომ ჩემი პერსონალური ნამუშევრები, კერძოდ კი მინიატურული ნახატები, გამეცნო ფართო საზოგადოებისათვის. 

დიპლომატიამ და უშუალოდ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შეძენილმა განათლებამ და უნარ-ჩვევებმა საშუალება მომცა როგორც ჩემი პირადი მისწრაფებები მომეყვანა სისრულეში ასევე შემეძინა მეგობრები და მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები. 

რაც შეეხება მომავალ გეგმებს - დიდი სურვილი მაქვს კვლავ დავაკავშირო ჩემთვის საინტერესო ორი პროფესია, და ჩემი მისწარაფებაა საქართველოს ხელოვნება და კულტურა საერთაშორისო მასშტაბით წარმოვადგინო.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა