ელენე ღვინჯილია

კურსდამთავრებული

ელენე ღვინჯილია

ელენე ღვინჯილია

ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2014

„2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით. ზევით აღნიშნული სამართლის დარგის საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება, რის საშუალებასაც იძლევა უნივერსიტეტში არსებული იურიდიული კლინიკა. კლინიკაშიშევისწავლე კლიენტთან კონსულტაციის პრაქტიკული ასპექტები, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და მომზადების პროცესში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სახელით 2014 წელს ვმონაწილეობდი იურიდიული კლინიკის კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში, რომელსაც კურირებდა USAID-ი. ამ კონფერენციამ საშუალება მომცა გამეცნო სამართლის დარგში მოღვაწე უცხოელი სპეციალისტები. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორების ხელშეწყობით სხვადასხვა დროს მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ეგიდით გამართულ სემინარებში, კერძოდ: დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები. ორივე სემინარში მონაწილეობისათვის გადმომეცა სერტიფიკატები. ასევე ვმონაწილებდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარებულ კონფერენციაში, რომლის თემაც გახლდათ მოქალაქეობა და მოქალაქეობის არქონა. 

უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე შემომთავაზა მასთან -„კორძაძის საადვოკატო ბიურო-ში სტაჟირების გავლა, რაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ და რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე ჩავაბარე GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით, რომლის არჩევანშიც უდიდესი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ. მაგისტრატურა დავამთავრე წითელ დიპლომზე.

მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას. 

GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა!“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა