გიორგი ჩინჩალაძე

კურსდამთავრებული

გიორგი ჩინჩალაძე

გიორგი ჩინჩალაძე

საქართველოს ეროვნული ბანკი
უფროსი რისკ მენეჯერი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი
კურსდამთავრებულები
2015

„2015 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) რაოდენობრივი ფინანსების განხრით (Quant).

მე-4 კურსზე ყოფნის დროს, საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისების (ბიზნეს ამოცანების) ამოხსნის კონკურსი Harvard business case competition” სადაც GAU-ს სახელით მოასპარეზე გუნდის წევრი ვიყავი. კონკურსში მონაწილე 5 უნივერსიტეტის გუნდებს შორის, GAU-ს ჯგუფის წევრებმა გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება ბიზნეს ამოცანის ამოხსნისთვის გამოყენებულმა ანალიზმა და მეთოდებმა განაპირობა, რაც სხვა მონაწილე გუნდების ამოხსნისგან განსხვავებული იყო.

მე-3 კურსზე, ჩამოვაყალიბეთ GAU-ს პროგრამისტთა სამკაციანი გუნდი, რომელმაც 2013 წელს წარმატებით იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე-3 კურსიდან დავიწყე სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც სტაჟირების გავლის შემდეგ დავინიშნე რისკ მენეჯერის პოზიციაზე.

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად.

ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა