გიორგი გველესიანი
გიორგი გველესიანი
"2013 წელს დავამთავრე GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ GAUში შევძლებდი ჩემი პროფესიული განვითარების გზის არჩევას. ცოდნა მივიღე თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, ლექციებს კი მაღალკვალიფიციური საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების მქონე ლექტორები გვიტარებდნენ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტში ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მალევე დამაწინაურეს და უსაფრთხოების დეპარტამენტში ოლიმპიური სოფლის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადამიყვანეს, სადაც ყოველდღიურად ურთიერთობა მიწევდა დაახლოებით 3500-მდე უცხოელ სპორტსმენთან თუ მის დელეგატთან. მუშაობის პროცესში ძალიან გამომადგა GAU-ში მიღბული შეძენილი ცოდნა, როგორც უცხო ენების, ასევე დაგეგმარების მიმართულებით.
2016 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ქონების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც აუცილებელი იყო ფინანსური, კომპიუტერული და სწრაფი აზროვნების უნარ-ჩვევები, GAU-ში მიღებული ცოდნის დახმარებით მალევე გამოვიჩინე თავი და დავწინაურდი, ეტაპობრივად. საწყის ეტაპზე ვიყავი წამყვანი სპეციალისტი, შემდეგ მთავარი სპეციალისტი, შემდეგ კი ქონების მართვის სამსახურის უფროსი - ამ ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის დამატებით მჭირდებოდა ცოდნის ამაღლება და პროფესიული განვითარება, რისთვისაც დავუბრუნდი ისევ ჩემს მშობლიურ GAU-ს, უკვე სამაგისტრო პროგრამისათვის, სადაც დამხვდა ჩემთვის უსაყვარლესი ადმინისტრაცია, ნაცნობი თუ უცნობი ლექტორები და კვლავ GAU-ში გავაგრძელე სწავლა. სწავლის პროცესის დროს GAU ხელს მიწყობდა მუშაობაში და ყველანაირად მეხმარებოდა ამ რთული პერიოდის გადალახვაში, 2018 წელს დავწინაურდი და გავხდი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი. 2019 წელს დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ამჯერად ფინანსების განხრით. ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე უდიდესი ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ როგორც სამსახურეობრივ საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. შევიძინე უამრავი მეგობარი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ უნივერსიტეტს GAU-ს.
2019 წელს ჩემი თავდაუზოგავი შრომით, კოლექტივის მხარდაჭერით და გამოხატული ნდობით, მერგო პატივი ჩემი ხელმძღვანელებისგან და თანამშრომლებისგან, რომ წარმედგინა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღიარების და წარმატების პროგრამაში, საუკეთესო მენეჯერის ნომინაციაზე.
2020 წლის აგვისტოდან ვარ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური დირექტორის მოადგილე.
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტი და საფუძველი არის GAU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, GAU-ს არსებულ თუ მომავალ სტუდენტებს, აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ სად ჩააბარონ, მინდა გითხრათ და გირჩიოთ, რომ GAU ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება არსებობს თქვენთვის სასურველი პროფესიული მიზნის მისაღწევად მიიღოთ საჭირო განათლება და კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო GAU-ს გუნდის თითოეულ წევრს, იმიტომ რომ მათ მომცეს საშუალება ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, ჩემი ცოდნის გაღრმავებისთვის და უდიდესი გამოცდილების შეძენისთვის. GAU ჩემთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი უნივერსიტეტი, სადაც არის ამერიკული სტანდარტის სწავლა, მეგობრული გარემო და მრავალი სხვა."