გიორგი გვენეტაძე

კურსდამთავრებული

გიორგი გვენეტაძე

გიორგი გვენეტაძე

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
კურსდამთავრებულები
2011

„2007 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნვიერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და აქედან დაიწყო... აქედან დაიწყო რეალური ცხოვრება, რეალური ცოდნის მიღებით და გამოწვევებით, რეალური ნაბიჯების გადადგმა წარმატებული კარიერისკენ...

2008 წელს გახლდით სტუდენტური თვითმმართველობის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი და ცოტა მოგვიანებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წელს GAU-მ მე და ჩემს რამოდენიმე კურსელს მოგვცა საშუალება საქართველოს სახელით მონაწილეობა მიგვეღო გაეროს მოდელირებულ სხდომაზე პოლონეთში. ხოლო 2011 წელს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ფარგლებში, GAU-მ ფინანსური მხარდაჭერა გამიწია დავსწრებოდი სტამბულში გამართულ ინტერნაციონალურ ფორუმს კარიერის დაგეგმვის სფეროში. GAU-ში სწავლისას ამირჩიეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სენატის წევრად; 2007 წელს საფუძველი ჩავუყარე GAU-ს ყოველწლიურ ღია ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წამყვანი 8 უნივერსიტეტის ნაკრები გუნდები.

GAU-ში სწავლისას გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები; ასევე ნათლად დავინახე ის პროფესიული განვითარების გზები რაც აუცილებლად გახდებოდა ჩემი წარმატების გარანტი და სწავლა გავაგრძელე მარკეტინგის მიმართულებით.

ბაკალავრიატის ბოლო კურსიდან უკვე შემეძლო საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, შესაბამისად შემოთავაზებებიდან ავარჩიე ოპტიმალური ვარიანტი და გავხდი 7D Live Cinema Georgia-ს PR მენეჯერი. 2011 წელს, სწავლის დასრულებისთანავე მივიღე შემოთავაზება Groupi.ge-დან და 2 წლის განმავლობაში ვიყავი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი. ამჟამად ვმუშაობ საერთაშორისო e-commerce კომპანია OSG-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად. უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა.

GAU-ს ამჟამინდელ თუ მომავალ სტუდენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ GAU სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა პირობა არსებობს თქვენი ნებისმიერი პროფესიული მიზნის მისაღწევად, მაქსიმალური ენერგია ჩადეთ საქმის გასაკეთებლად და ის აუცილებლად გამოგივათ.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა