გიორგი ჯებაშვილი

კურსდამთავრებული

გიორგი ჯებაშვილი

გიორგი ჯებაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკი
წამყვანი სპეციალისტი
კურსდამთავრებულები

მამოტივირებელი ფრაზა: Life is like riding a bicycle. To keep your balance, you must keep moving.

 2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (შემდგომში - GAU) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკლტეტი, რაოდენობრივი ფინანსების განხრით (შემდგომში - Quant’s Program). 

GAU-ში მიღებულმა განათლებამ და გამომუშავებულმა უნარებმა მომცა საშუალება, სწავლის პროცესშივე, შრომით ბაზარზე ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი და სასურველი, რაც გამოიხატა იმ ფაქტში, რომ მე-4 კურსის ბოლო აკადემიურ სემესტრში წარმატებით გავიარე მრავალეტაპიანი კონკურსი საქართველოს ეროვნულ ბანკში და გავხდი სტაჟირების პროგრამის მონაწილე საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით. 6 თვიანი სტაჟირების შემდგომ, ჩემი კარიერა უკვე აუდიტორულ კომპანია BDO-ში გაგრძელდა, აუდიტორის პოზიციზე. აღნიშნულ კომპანიაში საქმიანობის პერიოდში, მომიწია სხვადასხვა სექტორის კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, რამაც მომცა საშუალება უფრო მეტად ამემაღლებინა ცნობიერება, სხვადასხვა ორგანიზაციების ყოველდღიური საქმიანობებისა და გამოწვევების შესახებ და პრაქტიკაში გამომეყენებინა GAU-ში მიღებული ცოდნა და უნარები. შემდგომ, კარიერა გავაგრძელე საქართველოს ეროვნულ ბანკში კერძოდ, არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტში და დღესაც აქ ვარ, წამყვანი სპეციალისტი წამყვან ორგანიზაციაში.

ცც-სთან დღემდე ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს, ბედნიერი ვარ, რომ GAU- სტუდენტი ვიყავი. ვისწავლე ძალიან საინტერესო საგნებირაც ყოველდღიურად მადგება პროფესიულ საქმიანობაში. მინდა აღვნიშნო, რომ GAU-ს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტის განრიგი და სილაბუსი, საუკეთესო საქართველოში და ყავს პროფესიონალი ლექტორები, რომელთაც შეუძლიათ სიღრმისეულად გადმოგცენ ცოდნა და გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება. ვამაყობ, რომ ვარ Quant ჯგუფის კურსდამთავრებული. Quant არის GAU-ს „ნოუ ჰაუ“, თუ აირჩიეთ ეს მიმართულება და გინდათ შეისწავლოთ მათემატიკის, ინფორმატიკისა და ფინანსების სიმბიოზი სწორ ადგილას ხართ.

GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები, აძლევს მაღალი სტანდარტის განრიგითა და სილაბუსით სწავლის შესაძლებლობას, ეხმარება სხვადასხვა აქტუალური და საჭირო უნარების გამომუშავებაში და უმზადებს მყარ თეორიულ და მორალურ საფუძველს წარმატებული კარიერული საქმიანობისათვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა