გიორგი ვადაჭკორია

კურსდამთავრებული

გიორგი ვადაჭკორია

გიორგი ვადაჭკორია

დანიის ლტოლვილთა საბჭო
ფინანსური ოფიცერი
კურსდამთავრებულები
2014

„2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი.

კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და ამერიკულ სტანდარტებზე მორგებული სასწლავლო პროცესი არის ის რაც ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ასოცირდება. ის ყველა სტუდენტს განვითარებისა და წარმატების თანაბარ შანსს აძლევს.

GAU-ში სწავლის დროს საშუალება მომეცა 2012 წლის შემოდგომის სემესტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლეიტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გამევლო. ამერიკაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი კლეიტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ასისტენტად. ამერიკაში მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მომცა სხვა კუთხით შემეფასებინა GAU-ში სწავლის პერიოდი და დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ GAU ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო ამერიკული ხარისხის განათლება და გახდე კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.

მინდა ავღნიშნო, რომ GAU-ში მიღებული ცოდნა და შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები დღემდე მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

დღესდღეობით ვმუშაობ დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამხრეთკავკასიის რეგიონულ წარმომადგენლობაში, ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე. ასევე განათლებისა და მართვის გუნდის ბაზაზე ვატარებ ტრეინინგებს მენეჯმენტის თემაზე.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა