ირაკლი აბაშიძე
„ალბათ სულ მომენატრება სტუდენტური პერიოდი და ის ოჯახური ატმოსფერო, რაც GAU-შია; GAUბენდი, რომლის შექმნაშიც მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი გული და სული ჩავდეთ; რეპეტიციები მე-200 აუდიტორიაში; ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა და ყველა ის ადამიანი GAU-ში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი მხრიდან ფინანსებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში ვურჩევდი QUANTS-ის ჯგუფის არჩევას, რადგან სწორედ აქ დაეუფლებიან ისეთ ცოდნას, რომელიც თანდათან სულ უფრო მოთხოვნადი ხდება შრომით ბაზარზე.“