ირინა მამულაიშვილი
ირინა მამულაიშვილი
„2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი მაღალი აკადემიური მოსწრებით. GAU-ში სწავლა ჩემთვის ნამდვილად საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.
GAU არის სწორედ ის უნივერსიტეტი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები ასწავლიან და როგორც სტუდენტი თავს კომფორტულად გრძნობ, რაც ვფიქრობ პირველ რიგში სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის ზაზა რუხაძის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) არჩევა ჩემ ცხოვრებაში წარმატების პირველი ნაბიჯი იყო.
სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში გავიარე პრაქტიკა. აქტიურად ვმონაწიელობდი სხვადასხვა პროექტში და ვახდენდი GAU-ში მიღებული ცოდნის რეალიზებას. 2016 წელს გავიარე სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.
მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება.“