ქეთევან კაპანაძე
„2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის განხრით.
თავდაპირველად GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა.
GAU-ში მეგობრული გარემოს გარდა ყველაზე მეტად მომწონდა უნივერსიტეტის ხელშეწყობა სტუდენტების განვითარებისათვის, კერძოდ, ბოლო ორ კურსზე ლექციების უმეტესობა გვიტარდებოდა საღამოს საათებში, დღის პირველი ნახევარი კი სურვილისამებრ შეგვეძლო მუშაობისათვის დაგვეთმო. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი არსებულ შესაძლებლობას და სწავლის პარალელურად აქტიურად ვზრუნავდი პროფესიული განვითარების ამაღლებაზე. ამჟამად ვმუშაობ ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office).
არ შემიძლია გვერდი ავუარო GAU-ს ბიბლიოთეკაში არსებულ მაღალი დონის, მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს, რომლებიც 4-წლიანი სწავლის განმავლობაში ხშირად გამომიტანია არამარტო საგნის სახელმძღვანელოს სახით, არამედ დამატებით საკითხავ მასალად.
ყველაზე ძვირფასი კი რაც GAU-მ მომცა არის მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.“