ქეთევან ზუკაკიშვილი

კურსდამთავრებული

ქეთევან ზუკაკიშვილი

ქეთევან ზუკაკიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო / კორძაძის საადვოკატო ბიურო
სტაჟიორი
კურსდამთავრებულები
2014

„2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სისხლის სამართლის განხრით. სწავლების პერიოდში მოტივირებული ვიყავი სწავლის გაღრამევაბზე და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაზე, რაშიც ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სწავლის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, რადგან ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეხმარებოდა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა შემიქმნა კომფორტული, უსაფრთხო და სწავლებისათვის ხელსაყრელი საუნივერსიტეტო გარემო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც რა თქმა უნდა მეხმარებოდა და ხელს მიწყობდა მიზნების მიღწევაში.

ბაკალავრიატის მესამე კურსზე უნივერსიტეტისა და ერთ-ერთი პროფესორის, კერძოდ ლია მუხაშავრიას დახმარებით გავიარე სტაჟირება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”-ში. აღნიშნულ ორგანიზაციაში გავიარე კლინიკის პროგრამა, რის ფარგლებშიც შევისწავლე კლიენტთან კონსულტაციის პრაქტიკული ასპექტები, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და მომზადების პროცესში, ჩართული ვიყავი ორგანიზაციის მიმდინარე თითქმის ყველა საქმიანობაში. ამავე ორგანიზაციაში განსაკუთრებული ხალისითა და მოტივაციით ვმონაწილეობდი ქალთა უფლებების დაცვის პროგრამებში, რომლის ფარგლებშიც ადვოკატის ზედამხედველობით კონსულტაციას ვუწევდი ოფისში მომმართველ კლიენტებს. ასევე ქალბატონი ლიას დახმარებით შევისწავლე სხვადასხვა სახის როგორც სასამართლო ისე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტების პროექტების შედგენა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე მივიღე უნიკალური პროფესიული გამოცდილება და შევიძინე აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები.

2014 წლის დასაწყისში წარმატებით გავიარე გასაუბრება სტაჟირებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღემდე ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთანავე, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა საუკეთესო პროფესორმა, ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიალზე შემომთავაზა მასთან, კერძოდ „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ში სტაჟირების გავლა, რაზედაც რა თქმა უნდა დავთანხმდი და დღეს სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან.

2014 წლის 20 სექტემბერს წარმატებით ჩავაბარე IELTS (International English Language Testing System) გამოცდა, რაც მომავალში შესაძლებლობას მომცემს მაგისტრატურა გავიარო ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში, სამართლის სკოლის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში (Fordham University).

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე, რაშიც ხელს უწყობს საუკეთესო ლექტორები და პროფესორები. ჩემი უნივერსიტეტი დიდ როლს თამაშობს ჩემს წარმატებაში, რადგან დამეხმარა ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში. ვამაყობ იმით, რომ ჩემი სტუდენტობის საუკეთესო წლები გავატარე ამ უნივერსიტეტში.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა