ლევან ბორჩხაძე

კურსდამთავრებული

ლევან ბორჩხაძე

ლევან ბორჩხაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
უფროსი ანალიტიკოსი
კურსდამთავრებულები
2011


GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს და პირველივე კურსიდან ავირჩიე სპეციალობა - Quant (ფინანსური ანალიტიკოსი), რაც წარმოადგენს ფინანსების კურსს გაძლიერებული მათემატიკითა და სტატისტიკით. ბაკალავრიატი დავათავრე 2011 წელს და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს მაგისტრატურაში, კვლავ Quant-ის ჯგუფში.

GAU-ს დამთავრებისთანავე დავიწყე სტაჟირება რესპუბლიკა ბანკში, სადაც 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ 5 თვიანი სტაჟირება გავიარე USAID-ის პროგრამაში EPI (Economic Prosperity Initiative), აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ EPI-ში 3 სტაჟიორიდან სამივე ვიყავით GAU-ს სტუდენტი და ორმა მათგანმა სტაჟირების დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა. სტაჟირებაზე ყოფნის პერიოდშიც და შემდეგაც მქონდა ოთხი შემოთავაზება სხვადასხვა ორგანიზაციებიდან სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით, ამჟამად კი ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში უფროს ანალიტიკოსად.

ყველა სხვა უნივერსიტეტისგან GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია.

ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში GAU-ში მიღებული ცოდნის გამოყენებით გავიმარჯვე "Invest in Georgia”-ს პროექტში (რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ) "ვარციხე", GAU-ს სამ სხვა სტუდენტთან ერთად. კონკურსის განმავლობაში აშკარად იგრძნობოდა GAU-ს სტუდენტების უპირატესობა, რაც გამოიხატებოდა, როგორც საქმისადმი ძალიან მოტივირებულ მიდგომაში, ასევე ამ საქმის კარგ ცოდნაში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა