ლიკა ზაალიშვილი

კურსდამთავრებული

ლიკა ზაალიშვილი

ლიკა ზაალიშვილი

ნიკორა ჯგუფი
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
კურსდამთავრებულები
2009

"ქართული-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2009 წელს დავამთავრე, ვარ პირველი ნაკადისა და შესაბამისად პირველი გამოშვების კურსდამთავრებული. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, მომენიჭა ე.წ  „Valedictorian“ სტატუსი. GAUში სწავლის 4 წელი, ეს იყო საუკეთესო  პერიოდი, რომელმაც საშუალება მომცა მიმეღო თანამედროვე, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება .ვფიქრობ, ჩემ პროფესიულ განვითარებაში  მნიშვნელოვანი როლი აქვს GAUში მიღებულ განათლებას.     

მინდა, მადლობა გადავუხადო GAUს ხელმძღვანელობას, სამართლის სკოლის დეკანს, ბატონ ზაზა რუხაძეს და ზოგადად აკადემიურ პერსონალს, რადგან  მათი სასწავლო პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოდ სტრუქტურირებულია.  სასწავლო გარემო და ლექტორების მაღალ პროფესიონალიზმი ერთიანობაში ხელს უწყობს წარმატებული კარიერული და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას, ასევე ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია პრაქტიკოსი იურისტისთვის. 

GAU-ს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს უმაღლესი კლასის აკადემიური პერსონალი, რომელთა მთავარი ამოცანა არამხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადმოცემა და გაზიარებაა, არამედ ყველაზე მთავარი - შეგაყვარონ არჩეული პროფესია და დაგემხარონ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. არ შემიძლია არ გამოვყო GAUს  სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის პროფესორები ქ-ნ დიანა ბერეკაშვილი და ქ-ნ მზია თოდუა, რომლებმაც ჩემ პირველ კარიერულ ნაბიჯებში დიდი წვლილი შეიტანეს.  

GAUში სწავლის პარალელურად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გავიარე 9 თვიანი სტაჟირება, ასევე სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსები. GAUს დამთავრების შემდეგ  მუშაობა დავიწყე სს ,,ნიკორა“-ში თაავ­და­პირ­ვე­ლად, იუ­რის­ტის ასისტენ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე, 6 თვე­ში დავ­წი­ნა­ურ­დი და იუ­რის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვიკავე, ხოლო 2013 წლიდან  დღემდე ვარ ნიკორა ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ნიკორა ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია და წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ბიზნეს სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს უმსხვილეს ხორც პროდუქტების მწარმოებელ და საცალო ვაჭრობის (ნიკორა სუპერმარკეტი), ასევე იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებს, ჯამში 15 კომპანია და 7000 ზე მეტი დასაქმებული. ჩემი სამუშაო მოიცავს ამ კომპანიების, რომელთაგანაც ზოგიერთი საჯარო დაინტერესების პირია,  სრულ იურიდიულ უზრუნველყოფას. 

აქ მუშაობის პერიოდში, მასშტაბებიდან და ოპერაციების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დიდი გამოცდილება დამიგროვდა, როგორიცაა კომპანიის რეორგანიზაცია, შერწყმა, შესყიდვა. საშუალება მომეცა საქართელოს წამყვან საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიმეღო კაპიტალის ბაზარზე  სხვადასხვა ოპერაციებში, დაწყებული აქციების გამოშებით და დამთავრებული საჯარო ობლიგაციებით, სადაც ინვესტორები საქართველოს უმსხვილესი ბანკები და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან.

ამავდროულად,  ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციის წევრი ადვოკატი."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა