ლუკა გაგოშაშვილი

კურსდამთავრებული

ლუკა გაგოშაშვილი

ლუკა გაგოშაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკი
უფროსი სპეციალისტი / რეზერვების მართვის განყოფილება
კურსდამთავრებულები
2019

"2019 წელს დავამთავრე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) განხრით. სწავლის პერიოდში, მე-3 კურსზე, თავდაპირველად, გავიარე სტაჟირების პროგრამა საქართველოს სალიზინგო კომპანიაში, რის შემდგომაც დავიკავე კორპორატიული ლიზინგის მენეჯერის პოზიცია. ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში, რეზერვების მართვის განყოფილებაში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

უკვე 3 წელზე მეტია დასაქმებული ვარ და ვთვლი, რომ ჩემს კარიერულ წარმატებაში GAU-ში გატარებულ 4 წელს და აქ მიღებულ ცოდნას უდიდესი როლი უჭირავს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია GAU-ს მაღალ კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი და ასევე, სასწავლო პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ამერიკულ სტანდარტებზეა მორგებული და სრულ შესაბამისობაშია დასავლურ განათლებასთან.

GAU-ს პროგრამა და სწავლის მეთოდი სტუდენტებს სთავაზობს ზუსტად იმ უნარ-ჩვევებს, რაც ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება და რაც კონკურენტუნარიანს გხდის.

ვთვლი, რომ უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას სწორი არჩევანი გავაკეთე GAU-ზე, რასაც კიდევ უფრო ვაფასებ გასული პერიოდის მანძილზე. GAU-ში ჩაბარებაზე რეკომენდაციას გავუწევდი ყველას, ვინც მაღალი ხარისხის განათლების მიღებასთან ერთად, კომფორტულ და მეგობრულ სასწავლო გარემოს ეძებს.

GAU-ში სწავლა ფასდება."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა