მარიამ ტალიაშვილი
მარიამ ტალიაშვილი
„ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჩაბარება გადამაწყვეტინა მისმა მაღალმა ავტორიტეტმა, სისხლის სამართლში თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღების სურვილმა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2011 წლიდან 2015 წლამდე, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომაატიის სკოლაში. ამჟამად ვსწავლობ GAU- ში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერისტეტი, რომელიც გთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე შესაძლებლობას გაძლევს იყო წარმატებული ადამიანი. მიმაჩნია, რომ GAU-ში გატარებული 4 წელი არის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი, GAU-ში შევიძინე ის განათალება და პიროვნული თვისებები, რომლებიც დღესდღეობისთ აუცილებელია კარიერული ზრდისთვის, წარმატების და დასახული მიზნის მიღწევისთვის. GAU-ში გატარებული წლები ყველაზე სასიამოვნო წლებია ჩემთს ცხოვრებაში, რადგან სწრედ GAU-მ მომცა შესაძლებლობა გადამედგა პირველი ნაბიჯი პროფესიული კუთხით. GAU-ს უპარატესობაა კვალიფიციური ლექტორები, საუკეთესო თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი.
GAU-ში სწავლის დროს მიღებული განათლება, დამეხმარა, რომ მესამე კურსის დამთავრების შემდეგ გამევლო პრაქტიკა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, რამაც საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებია GAU-ში მოღებული ცოდნა.
2016 წელს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, რის დასტურადაც მივიღე შესაბამისი სერტიფიკატი. ამვე წელს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა სტაჟიორ-პროკურორის კონკურსი, სადაც მონაწილება მივიღე და ასევე წარმატებით ჩავაბარე სტაჟიორ-პროკურორის გამოცდები. დღესდღეობით, ვმუშაობ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორ-პროკუროად, იმ პერსპექტივით, რომ 1 წლის შემდეგ დავინიშნები პროკურორად და შესაძლებლობა მექნება მხარი დავუჭერო სახელმწიფო ბრალდებას.
ის, რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს არის:
- მაღალი სწავლის დონე
- სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო
- ცოდნის და უნარჩვევების შეძენის შესაძლებლობა
- სტუდენტური ცხოვრების შესაფერისი პირობები
- ბიბლიოთეკა, სადაც ხელმისაწვდია ყველა საჭირო ლიტერატურა
- მეგობრული გარემო
ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული მიზნის მისაღწევად. წარმატება იწყება GAU-თი.“