ნინო დევდარიანი

კურსდამთავრებული

ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"
რისკების მართვის დირექტორი
კურსდამთავრებულები
2010

„მე ვარ ნინო დევდარიანი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეორე, 2010 წლის გამოშვების კურსდამთავრებული - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, სპეც-ჯგუფი Quant (Quantitative Financial Analyst) .

მეორე კურსზე სწავლის პერიოდში უნივერსიტეტმა რეკომენდაცია გამიწია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა, სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების უფროსკურსელებისა და კუსრდამთვრებულებისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი. მადლობა მინდა ვუთხრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, შედეგად დღემდე ვმუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში, ამჟამად დაკავებული მაქვს რისკების მართვისა და კონტროლის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. GAU-ში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას წარმატებით ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

GAU-მ საშუალება მომცა მესწავლა უნიკალური პროგრამით, მესარგებლა თანამედროვე უახლესი ლიტერატურით. უნივერსიტეტში შექმნილია არაჩვეულებრივი მყუდრო გარემო, კარგად არის ორგანიზებული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები, პროფესიონალი მეგობრული ლექტორები და მიზანდასახული შრომისმოყვარე სტუდენტები სტიმულს გაძლევს გააკეთო და ისწავლო უფრო მეტი, იყო კონკურენტუნარიანი.

მიხარია, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას სწორი არჩევანი გავაკეთე და სტუდენტობა გავატარე უზომოდ თბილ და მეგობრულ გარემოში. ამავდროულად, ეს დრო ძალიან ეფექტურად, ცოდნის გაღრმავებისთვის და კარგი განათლების მიღებისთვის გამოვიყენე.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა