ნინო შონია

ნინო შონია

საქართველოს უზენაესი სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი
კურსდამთავრებულები
2014

„2012 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ხოლო 2014 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მომენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. სწავლების ორივე საფეხურზე, რეიტინგში ვიყავი პირველ ადგილზე, რის გამოც გამოსაშვებ ცერემონიალზე დამაჯილდოვეს სპეციალური სიგელით (“Valedictorian”).

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა და სემინარში აქტიურად ვიყავი ჩართული. ყოველივე ამან შესაძლებლობა მომცა დავხვეწილიყავი, როგორც იურისტი და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. 

ბაკალავრიატზე სწავლის დროს გავიარე პრაქტიკა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, იურიდიულ კომპანია BLC-ში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ ვიყავი GAU-ს იურიდიული კლინიკის დირექტორის თანაშემწე, სადაც დიდი პროფესიული გამოცდილება შევიძინე. აქ სტუდენტები იძენენ პრაქტიკოსი იურისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, უშუალო ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან, მონაწილეობენ სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოებაში და იურიდული კონსულტაციის გაცემაში. ამჟამად კი ვმუშაობ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად.

ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია), რაშიც დიდი როლი ითამაშა GAU-ში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესიონალიზმითა და ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პროფესურა, რომელთაც ვუმადლი თითოეულ ჩემ წარმატებულ ნაბიჯს.

მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაა შესაძლებელი. ყოველივე ამის საფუძველია წარმატებული მენეჯმენტი და გამოცდილი ადმინისტრაცია. აღნიშნული საწინდარია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებისადა შემდგომში მათი წარმატებული კარიერისა. აღსანიშნავიაის განსაკუთრებული თბილი ატმოსფერო და  მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც GAU-ს ლექტორატი იჩენს თითოეული სტუდენტის მიმართ, რაც თავს ერთიანი ოჯახის ნაწილად გაგრძნობინებს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი არჩევანი სწორი აღმოჩნდა, მოვხვდი იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ჩემი ყველა მოლოდინი გაამართლა. GAU-ში გატარებული წლები სასიამოვნო და დაუვიწყარია ჩემთვის. ეს არის უნივერსიტეტი სადაც მისვლა ყოველთვის მიხარია, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მომუშავე თითოეული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. 

ვამაყობ, რომ გაუელი ვარ!“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა