სალომე კეკელიძე
"2017 წელს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (BBA) ხარისხი მოვიპოვე. 2019 წელს, GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური მეცნიერებების მაგისტრის სამმაგი აკადემიური ხარისხი მომენიჭა. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - „EIGER - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“, 2013 წელს ევროკავშირის დაფინანსებით მომზადდა (TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში), საქართველოს და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების (ბელგია-„ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი“, გერმანია-„მაგდებურგის უნივერსიტეტი“, ბულგარეთი-„ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი“ და ესპანეთი-„სანტიაგო დეკომპოსტელას უნივერსიტეტი“) პროფესორ-მასწავლებელთა ინიციატივით.
2020 წელს, დავასრულე ჰარვარდის ბიზნესის სკოლის (HBS) უმაღლესი სასწავლო პროგრამა - Entrepreneurship-ის მიმართულებით (ბოსტონი, აშშ). დღესდღეობით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის დოქტორანტი ვარ და ამავდროულად, სწავლას ჰარვარდის ბიზნესის სკოლის უმაღლეს სასწავლო პროგრამაზე ვაგრძელებ - ალტერნატიული ინვესტიციების მიმართულებით.
2019 წლიდან, სსიპ საპენსიო სააგენტოში ვმუშაობ, დირექტორის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობდი ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD). ამასთან, ვარ ორგანიზაციის - „ქალთა გაძლიერების ჰაბი“ (Women Empowerment Hub) პროექტის კოორდინატორი. პროექტი, მიზნად ისახავს, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების და რეალიზების ხელშეწყობას.
2019 წლიდან, ვარ საკონსულტაციო კომპანიის - GRAVITAS Georgia თანადამფუძნებელი და დირექტორი. კომპანია ორიენტირებულია, სხვადასხვა სფეროში, კონკურენტული, ხარისხიანი და მაქსიმალურად თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს, ამასთან, არსებითი როლი ითამაშოს, ქვეყნის მასშტაბით, კვალიფიციური და სტანდარტიზებული საქმიანობის დანერგვის/განვითარების პროცესში.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - ეს არის ადგილი, სადაც, სწავლების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიიღო ხარისხიანი განათლება, იყო განვითარებაზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე."